ზუგდიდში დღეს ვლაქერნობის დღესასწაულს აღნიშნავენ. დადიანების ისტორიული მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართი გამოაბრძანეს და სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად მშენებარე ტაძრისკენ მსვლელობა მოაწყვეს.
დღევანდელი დღე მრევლს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ მიულოცა.