კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა უკვე საგანგაშოა - არსებული საწოლფონდი საკმარისი აღარ არის, მცირეწლოვანი პაციენტების მისაღებად არაპედიატრიული კლინიკებიც ემზადებიან, მათ შორის, რესპუბლიკური საავადმყოფო.
სპეციალისტთა განმარტებით, დღიური შემთხვევების ათი პროცენტი სწორედ ბავშვებზე მოდის- მაგალითად, მხოლოდ დღევანდელი მონაცემებით, ბოლო 24 საათში კოვიდით თითქმის 130 ბავშვი დაინფიცირდა, მათგან უმრავლესობას დელტა შტამი აქვს.
მომატებულია მძიმე შემთხვევებიც. გამოსავლად ექიმები ზრდასრულების ვაქცინაციას ასახელებენ.