ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი მენაბდის სასამართლო სხდომა დღეს არსებითი განხილვით გაგრძელდება.
პროცესზე იგეგმება ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა. მენაბდის ადვოკატის თქმით, საქმეში არ არსებობს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
დეკანოზ შიო მენაბდის შვილს გამოძიება ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება.