06 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
13 გარდაცვლილი და 1653 ინფიცირებული - COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის - 1653 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 466 პაციენტი.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 13 ადამიანი გარდაიცვალა.  სულ გარდაცვლილია  5503.

ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტების რაოდენობამ 34 800 შეადგინა. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 980 შემთხვევა, აჭარა - 118, იმერეთი - 155, ქვემო ქართლი - 96, შიდა ქართლი - 48, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 72, კახეთი - 94, მცხეთა-მთიანეთი - 39, სამცხე-ჯავახეთი - 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.

დღის ამბები