19 მაისი 2024,   07:56
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა ვარკეთილში - შსს-მ 1 პირი დააკავა 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე მოქმედებების შედეგად, ვარკეთილში მომხდარ დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავა.

როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულმა, ვარკეთილში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1 პირი ცეცხლსასროლით დაჭრა. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

დღის ამბები