20 ნოემბერი 2024,   00:50
ვრცლად
სისხლიანი "ქურდული" გარჩევა სოხუმში - ვინ არის პირი, რომელიც 2 ადამიანის მკვლელობისთვის დააკავეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ სამართალდამცავი უწყებების ინფორმაციით, სოხუმში გუშინ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. რუსლან გადელიასა და ბესლან ძიბას მკვლელობისთვის დაკავებულია გუდაუთის სოფელ აჩანდარას მკვიდრი იგორ გადელია.

გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს, ერთი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. შემთხვევა სოხუმში, ახალ რაიონში მოხდა.

საოკუპაციო რეჟიმის ე,წ სამართალდამცავი სტრუქტურების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი სამივე პირი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, თუმცა რუსლან გადელია და ბესლან ძიბა დაიღუპნენ. ასლან ზუხბა კი რეანიმაციულ განყოფილებაში გადის მკურნალობას.

როგორც სოციალური ქსელების აფხაზურ ჯგუფებში წერენ, ხდება კრიმინალურ კლანებს შორის გავლენების სფეროების გადანაწილება. დაასახელეს ე.წ კანონიერი ქურდების "პიზის" (რაულ ბარცბა) და "დინრიდას" (თემურ ახუბა) სახელები. როგორც ცნობილი ხდება, მოკლულები სწორედ "დინრიდას" დაჯგუფების წევრები იყვნენ.

დღის ამბები