20 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
დღეიდან ახალი კოვიდრეგულაციები შევიდა ძალაში - სპეციალისტები კიდევ უფრო მეტი აკრძალვის დაწესებას არ გამორიცხავენ

მზარდი კოვიდ სტატისტიკა ქვეყანაში - ბოლო რამდენიმე კვირაში დაინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგებულია. დღეში დაავადებულთა რაოდენობა 1500-ის ფარგლებში მერყეობს.

ყოველდღიურად საქართველოში COVID-19-ით საშუალოდ 13 ადამიანი იღუპება. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების შემთხვევაში საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვები ხელახლა შემოიღოს.

კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად გარკვეული რეგულაციები უკვე დაწესდა. დღეიდან ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზეა შესაძლებელი. ეს პირობაა აუცილებელი 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარებისთვისაც.

ამავე დროს მთლიანად აიკრძალა ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას მიესალმებიან ეპიდემიოლოგები.

დღის ამბები