20 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
ჰოსპიტალიზებული პაციენტების 70%-ს, სავარაუდოდ, ინდური შტამი აქვს - რა სიმპტომები ახასიათებს დელტას

იმ პაციენტების ნახევარზე მეტი, რომელთა კლინიკაში გადაყვანის საჭიროებაც დადგა, ნახევარზე მეტს ინდური შტამი აქვს, ამის შესახებ მცხეთის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორმა ლიკა მუმლაძემ განაცხადა. 

"შემთხვევების მატებასთან ერთად იძაბება სიტუაცია, ამ ეტაპზე 112 პაციენტი გადის სტაციონარულ მკურნალობას.

დაავადების მიმდინარეობის, კლინიკური სურათისა და გავრცელების გათვალისწინებით, ანამნეზის გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 70% ჰოსპიტალიზებული პაციენტებისა, ინდური შტამით არის ინფიცირებული.

ბანალური გრიპის ჩივილები აქვს უფრო მეტად ინდურ შტამს, ვიდრე წინა ტალღების დროს იყო და უფრო სწრაფი გავრცელება," - ამბობს ლიკა მუმლაძე. 

დღის ამბები