ბათუმში სასტუმრო "შერატონთან" მედიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები აქციას მართავენ.
ჟურნალისტები და მესამე სექტორის წარმომადგენლები მედიაზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ამ გზით აპირებენ მიაწვდინონ ხმა საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც, ამ წუთებში სასტუმრო "შერატონში" კონფერენციაზე იმყოფებიან.
აქვე შეკრებილები არიან ოპოზიციის წარმომადგენლები,ისინი ხელისუფლებას შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი ცდილობს ქვეყნის დასავლური ვექტორი შეცვალოს.