"TV პირველის" ოპერატორისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მიმალვის და დანაშაულის ჩადენის განმეორების საფრთხის გათვალისწინებით მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ამ დროისთვის ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე 53 დაშავებულიდან 40 ჟურნალისტს უკვე აქვს დაზარალებულის სტატუსი, ბრალდება კი 25 პირს წარედგინა.