03 სექტემბერი 2026,   01:03
ვრცლად
სააპელაციო სასამართლო გიორგი შაქარაშვილის საქმეს განიხილავს - დაცვის მხარეს განაჩენის შეცვლის იმედი არ აქვს

თბილისის სააპელაციო სასამართლო გიორგი შაქარაშვილის საქმეს განხილვას განაგრძობს. პროცესი დღეს დაცვის მხარის შესავალი სიტყვებით განახლდება.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ პროცესს ფორმალური სახე აქვს და საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე განაჩენის შეცვლის იმედი არ აქვთ.

შეგახსენებთ რომ, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 5 პირს პირველი ინსტანციის სასამართლომ 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დღის ამბები