საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ვაქცინაციის მასობრივი პროცესი დაიწყო - იმუნიზაციის პროცესში, გორში საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ჩაერთვნენ. შიდა ქართლში ვაქცინაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს. აქ "სინოფარმითა" და "სინოვაკით" ნებისმიერ მსურველს შეუძლია აიცრას.
"შიდა ქართლის რეგიონში ვაქცინაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს. რეგიონში მთლიანად არის 5 ლოკაცია. მოვუწოდებ ყველას, ჩვენს თანამოქალაქეებს იაქტიურონ, იმიტომ, რომ ვაქცინაცია არის პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთი გზა და მალე დავამთავოთ ეს პანდემია," - ამბობს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე.