20 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
მზარდი კოვიდსტატისტიკა და ქვეყანა ჩაკეტვის ზღვარზე- რა გამოსავალს მოძებნის მთავრობა ეპიდვითარების სამართავად ტურისტულ სეზონზე

მორიგი ეპიდაფეთქების შემთხვევაში, რომლის ნიშნები ყოველდღიურ სტატისტიკაში უკვე ჩანს, დაკეტვა იქნება გარდაუვალი- დღევანდელ მიმართვაში პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას ახსენებდა იმ რეალობას, რომელიც მკაცრი შეზღუდვების დროს იდგა და ასევე, კონტრასტის უკეთესად აღქმისთვის დასახელდა შედეგები, რაც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკამ მიიღო. დასკვნა, ამ შემთხვევაშიც, ვაქცინაციის საჭიროებამდე მიდის.

ვაქცინაციასთან ეკონომიკური შედეგების კავშირზე საუბარი გაგრძელდა მთავრობის სხდომის შემდეგაც, რა დროსაც, ტრიბუნა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა დაიკავეს.

აქ კიდევ ერთხელ აღინიშნა მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი, რომ თუ ეპიდემიამ დამატებითი რისკები არ გააჩინა, წლიური ეკონომიკური ზრდა იქნება ორჯერ მეტი, ვიდრე ნავარაუდევი იყო, 7.7% ნაცვლად 3.5%-ისა.

მოხერხდება თუ არა ტურისტული სეზონის მართვა უსაფრთხოდ, განსაკუთრებით ზღვისპირა ქალაქებში სადაც ყველაზე დიდი მობილობაა - ეს სამთავრობო უწყებების, ჯანდაცვის სისტემის და თავად ბიზნესისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

პირბადე, დისტანცია და ვაქცინა, რაც პანდემიასთან ბრძოლის მთავარი იარაღია - სტრატეგია უცვლელია, რაც შეეხება ტაქტიკას, მათ შორის, რეგულაციების გამკაცრებასთან მიმართებაში, საკოორდინაციო საბჭო, ჯერჯერობით, დაკვირვების რეჟიმშია, თუ ყოველდღიური სტატისტიკა კიდევ უფრო მეტად სახიფათო ნიშნულებს მიაღწევს, ქვეყანა რეგულაციების გამკაცრებას პირდაპირპროპორციულად მიუახლოვდება.

დღის ამბები