20 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 12%-თ გაიზარდა

12%-ით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მსოფლიოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ინდონეზიაში გამოვლინდა.

ინფიცირების რაოდენობით მეორე და მესამე ადგილებს დიდი ბრიტანეთი და ბრაზილია იკავებს. ეპიდვითარების გაუარესებაში დელტა ვარიანტს განსაკუთრებული წვლილი აქვს. იგი მსოფლიოს 124 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

შეერთებულ შტატებში დაინფიცირების ახალი შემთხვევების 80%-ზე მეტი სწორედ დელტა ვარიანტზე მოდის.

წინა კვირებთან შედარებით, კორონავირუსით ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის სტატისტიკა საგრძნობლადაა გაზრდილი. ამის გამო ვაშინგტონმა საგანგებო ვითარება კვლავ ძალაში დატოვა.

დღის ამბები