ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ბოლო 3 კვირის განმავლობაში კორონავირუსით 4 ათასამდე ბავშვი დაინფიცირდა.
"საბედნიეროდ, ამ შემთხვევების უმრავლესობა არის მსუბუქად მიმდინარე. ბავშვებს არ სჭირდებათ განსაკუთრებული ჩარევა, თუმცა ვნახეთ მძიმე შემთხვევებიც, საუბედუროდ, 2 გარდაცვალების შემთხვევაც დაფიქსირდა ახალშობილებში," - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, ბავშვებისთვის ქვეყნის მასშტაბით 350-მდე საწოლია მობილიზებული.