26 აპრილი 2024,   23:24
ვრცლად
"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" 3 თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსს და ამავე კომპანიის ორ თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც პროკურორმა სხდომაზე განმარტა, სამივე ბრალდებულს - ალექსანდრე ბატიაშვილს, ირაკლი სირაძესა და მიხეილ ჭაბაშვილს საგამოძიებო უწყება ქრთამის აღებას ორ ეპიზოდად ედავება. ერთი ეპიზოდის შემთხვევაში 70 000 ლარი, ხოლო მეორე ეპიზოდის შემთხვევაში 3 800 ლარი.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამივე ბრალდებულს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

ავტორი: ავთო გვასალია

 

 

 

დღის ამბები