20 ნოემბერი 2024,   00:52
ვრცლად
Sinopharm-ი "დელტა" შტამის წინააღმდეგ მაღალეფექტურია - შრი-ლანკის უნივერსიტეტის კვლევა

შრი-ლანკის წამყვანი უნივერსიტეტის, შრი-ჯაიავარდენეპურას მკვლევრები ირწმუნებიან, რომ მათი კვლევებით კორონავირუსის "დელტა" შტამის წინააღმდეგ Sinopharm-ის მაღალეფექტურობა დასტურდება. კვლევაში ჩართული იყვნენ შრი-ლანკის ქალაქ კოლომბოსა და ბრიტანეთის ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებიც.

ამ ეტაპზე, აღნიშნული კვლევა ჯერ რეცენზირებული (Peer Review) არ არის და ამჟამად ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე medRxiv.

"აღმოჩნდა, რომ ეს ვაქცინა ძალიან ეფექტიანია "დელტა" ვარიანტის წინააღმდეგ. ანტისხეულების პასუხი ამ შტამის მიმართ, ისევე, როგორც გამანეიტრალებელი ანტისხეულები, დაახლოებით, იმავე დონით ფიქსირდება, როგორც ბუნებრივი ინფექციის გადატანის შემდეგ,"- წერს უნივერსიტეტი განცხადებაში.

კვლევის მიხედვით, ორი დოზით აცრის შემდეგ ვაქცინირებულთა 95%-ს განუვითარდა ანტისხეულების ის დონე, რაც COVID-19-ით ბუნებრივად ინფიცირების შემდეგ ფიქსირდება.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, შრი-ჯაიავარდენეპურას უნივერსიტეტის იმუნოლოგიისა და მოლეკულური მედიცინის დეპარტამენტის პროფესორის, ნეელიკა მალავიგეს განცხადებით, 20-დან 40-წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ანტისხეულები ვაქცინირებულთა 98%-ს განუვითარდა, 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში კი 93%-ს, რადგან ხანდაზმულთა ორგანიზმი ვაქცინებს შედარებით ნაკლებად ეპასუხება.

დღის ამბები