GWP გადაუდებელი სამუშაოების გამო წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, 22 ივლისს, ვაკის რაიონში ამირეჯიბის N6-თან დაზიანების აღსადგენად გადაუდებელი სამუშაოები ჩატარდება, რის გამოც წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი. ამიტომ, 22 ივლისს 23:00 საათიდან 23 ივლისის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ვაკის რაიონში:
ნატახტარის, ბალანჩივაძის ქ. N5, 37, 39, 40, პ.იოსელიანის ქ.N 5, რამიშვილს, საჯაიას, თ.აბულაძის, ი.მოსაშვილის, ნ.ბერძენიშვილს, ლ.მიქელაძის, გ. მუხაძის, დარიალის, ლ.კავსაძის, ო.თაქთაქიშვილის, დ.არაყიშვილის, რადიანის, ჭავჭავაძის გამზ.N17, 19, 21, 23, 23ა, N25-N37, N40-N66, ჭავჭავაძის 1 შეს. ზ.ფალიაშვილის N31-N87, N34- N118, ი. აბაშიძის N21-N87, N20- N86, რაზმაძის N41- N57, N50-N68, ყიფშიძის N7-N20 კორპუსებს. ვაკის პარკს, მზიურის პარკს, რამიშვილის ქუჩაზე პოლიციის შენობას, ფიტნეს კლუბ ოკტობუს, კორტებს.
ამასთან, 22 ივლისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, მთაწმინდის რაიონში, წავკისში ჩერონის დასახლებაში წყალმომარაგების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაობის მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 22 ივლისს 22:00 საათიდან 23 ივლისის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
მთაწმინდის რაიონში:
სოფ. ტაბახმელას, სოფ. შინდის, შავნაბადას, წავკისში ჩერონის დასახლებას; თედიაშვილის, სულხან-საბას, დიდგორის, ვახტანგ VI, თაყაიშვილის ქუჩებს.
ორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.