20 ნოემბერი 2024,   00:16
ვრცლად
18 გარდაცვლილი და 2 261 ინფიცირებული - COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 2 261 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 395 621 გახდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 1 410 პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 369 483-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან 18 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს ქვეყანაში 5 636 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 36 656 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 20 704, PCR ტესტით 15 952.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 6,17%, ბოლო 14 დღის - 5,25%, ბოლო 7 დღის - 5,78%.

სულ აცრილია - 383 339, დღიურად აცრილია - 8 659.

დღის ამბები