20 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
ქვეყანაში 500 ათას დოზა Pfizer-ს ელოდებიან, რომლითაც აცრა უკვე 16 წლის ასაკიდანაა დაშვებული - როდის შეძლებენ მოქალაქეები რეგისტრაციას 

რამდენიმე საათში საქართველოს ჯანდაცვის არსენალი 500 ათასი დოზა Pfizer-ით შეივსება.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ნახევარი მილიონი ვაქცინა საქართველოს ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საჩუქრად გადმოეცა.

ცვლილებაა ასაკობრივ ჯგუფშიც - პრეპარატ Pfizer-ით აცრა უკვე 16 წლის ასაკიდანაა შესაძლებელი. ჯანდაცვის უწყება ირწმუნება, რომ სარეგისტრაციო საიტი გამართულად იმუშავებს და მოქალაქეებს კუთვნილი ვაქცინის მისაღებად შეფერხებები აღარ ექნებათ.

Pfizer-ის გარდა მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში აცრა ჩინური ვაქცინებითაც შეუძლიათ, მათი რაოდენობა ქვეყანაში ამ დროისთვის მილიონნახევარია.

დღის ამბები