20 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
რა ვიდეო გავრცელდა პრემიერ-მინისტრის არასრულწლოვანი შვილების შესახებ - ფაქტს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება

საქართველოს მთავრობის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა საკუთარ ფეიბუქგვერდზე გაავრცელა ვიდეო, სადაც, როგორც თავად აღნიშნავს, ტვ პირველის გადამღები ჯგუფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის არასრულწლოვან შვილებს უღებს და მათგან ინტერვიუს აღებას ცდილობს. საუბარია 11 და 16 წლის მოზარდებზე.

ნინო გიორგობიანის განმარტებით, სატელევიზო ჯგუფი ირაკლი ღარიბაშვილის მშობლების სახლის ეზოს ფარულად გადაღებასაც ცდილობდა, რა დროსაც იქ პრემიერის 6 და 5 წლის დისშვილებიც იმყოფებოდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, "კურიერთან" სატელეფონო ინტერვიუს დროს კამილა მამედოვამ განაცხადა, რომ მედია მასალის მომზადებისას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არასრულწლოვნებზეა საუბარი, ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან უნდა გამოდიოდეს.

ქარტიის წარმომადგენლის თქმით, მედიამ არ უნდა დაარღვიოს ბავშვთა უფლებები.

დღის ამბები