დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ იმედი გამოთქვა, რომ Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზის მიღების შემდეგ, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი უფრო მასშტაბური გახდება.
მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინაციისკენ.
"ნახევარი მილიონიო დოზა გვაძლევს საშუალებას, რომ მასობრივი იმუნიზაცია კიდევ უფრო ფართო მასშტაბით გაიშალოს ქვეყანაში. ახლა მთავარია, ხელმისაწვდომობა იყოს რაც შეიძლება ფართო - ყველა ადამიანს, გარდა ონლაინ ჯავშნისა, საშუალება ექნებათ დაჯავშნონ ტელეფონით.
შესაძლოა, შემდგომში ცოცხალი რიგებით იყოს. მთავარია, რომ მოსახლეობამ დაიჯეროს, რომ ვაქცინაციის იქით გზა არ გვაქვს, რომ ვაქცინაციის გარეშე ამ პანდემიას ვერ დავამთავრებთ, ამიტომ, თხოვნაა უმორჩილესი, აიცერით!"- განაცხადა გამყრელიძემ.