20 მაისი 2024,   02:58
ვრცლად
აშშ-ში ვაქცინირებულეს სავარაუდოდ ისევ პირბადის ტარებს მოუწევთ - ენტონი ფაუჩის თქმით, განიხილება "ბუსტერ" დოზების საჭიროებაც

მსოფლიოში "დელტა" შტამის გამო ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება - ენტონი ფაუჩის განცხადებით, შეერთებულ შტატებში ვაქცინირებული ადამიანებისთვის პირბადის ტარების წესისა და ვაქცინის "ბუსტერ" დოზების შეთავაზების საკითხს განიხილავენ.

ენტონი ფაუჩის თქმით, ის ჩართულია აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გამოცემული პირბადის ტარების მითითების შეცვლასთან დაკავშირებულ დისკუსიებში. ცენტრის ამჟამინდელი გაიდლაინის თანახმად, ვაქცინირებულ პირებს შეუძლიათ პირბადის გამოყენების გარეშე განაახლონ ის საქმიანობა, რასაც კორონა-პანდემიამდე აკეთებდნენ.

გარდა ამისა, ფაუჩი ამბობს, რომ აშშ-ში არავაქცინირებულ პირებში ვირუსის "დელტა" ვარიანტის გავრცელების მაჩვენებელი მაღალია.

აღსანიშნავია, რომ სოციალური დისტანციის წესებს ამკაცრებს სამხრეთ კორეა. ინდონეზიაში დაწესებული რეგულაციები ერთი კვირით გახანგრძლივდა. ნგელა მერკელის განცხადებით კი, მომდევნო თვეებში ინფიცირების მაჩვენებლის მატების შემთხვევაში შესაძლოა გერმანიაში არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვები დაწესდეს.

დღის ამბები