20 მაისი 2024,   00:55
ვრცლად
COVID-19-ის დელტა შტამის გამო ქვეყნები ახალ რეგულაციებს აწესებენ

COVID-19-ის დელტა შტამის გავრცელების გამო ქვეყნები ახალ რეგულაციებს აწესებენ. ამერიკის შეერთებული შტატების იმ რეგიონებში, სადაც ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია, სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას დახურულ საჯარო სივრცეებში კვლავ პირბადის ტარებისკენ მოუწოდებენ.

ახალი რეგულაციების დაწესებას გეგმავს გერმანია ქვეყანაში შესული პირებისთვის. ერთი თვით გახანგრძლივდება ე.წ. ლოკდაუნი სიდნეიში, სადაც მაისის შემდეგ გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები რეკორდულ ნიშნულს აღწევს ირანშიც. დიდ ბრიტანეთში კი მოგზაურობაზე შეზღუდვების შემსუბუქებას განიხილავენ. შესაძლოა კონკრეტული ქვეყნებიდან შესულ სრულად ვაქცინირებულ პირებს კარანტინის გავლა აღარ მოუწიოთ.

COVID-19-ის საწინააღმდეგოდ აცრა 12 წლიდან დასაშვები იქნება ირლანდიაში. იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვლიდან COVID-19-ით გარდაცვლილთა 99% სრულად ვაქცინირებული არ იყო.

დღის ამბები