01 სექტემბერი 2026,   05:32
ვრცლად
რაც უფრო მეტად დაიძაბება ეპიდვითარება, ისინი ამაში ხედავენ პოლიტიკურ სარგებელს - დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციაზე

ოპოზიციის კრიტიკას პანდემიის მართვასთან დაკავშირებით არ ეთანხმებიან ”ქართულ ოცნებაში”. მათი განმარტებით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს კოვიდპანდემიის სწორად მართვისთვის.

"ქართული ოცნება" ოპონენტებს არაგულწრფელობაში და სპეკულაციებში ადანაშაულებს. მათი შეფასებით, მდგომარეობის გაუარესების პროვოცირებას ქვეყანაში სწორედ ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციები და შეკრებები იწვევს და კოლეგების ქმედებებს უპასუხისმგებლოდ მოიხსენიებს.

"აკრიტიკებენ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, რომლის ნეგატიურ განვითარებასაც თვითონ უწყობენ ხელს. რა თქმა უნდა, ეს არ არის გულწრფელი კრიტიკა, ეს არის სურვილი რომელსაც პირდაპირ ვერ აჟღერებენ, რომ რაც უფრო მეტად დაიძაბება სხვა პროცესებთან ერთად პოლიტიკური ვითარება, ისინი ამაში ხედავენ პოლიტიკურ სარგებელს," - აცხადებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.

დღის ამბები