20 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეზე მუხლი გადაკვალიფიცირდა - გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას განზრახ მკვლელობის, სსკ-ს 108-ე მუხლით აწარმოებენ. 

შეგახსენებთ, ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეზე თავდაპირველად საქმე სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

სამართალდამცავები აქტიურად აგრძელებენ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ჩატარებას დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გუშინ რამდენიმესაათიანი ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,  გარდაცვლილი ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდობზე იპოვნეს.

 

 

დღის ამბები