23 ნოემბერი 2024,   04:16
ვრცლად
დაკარგული მამაკაცის საქმე - აბაშის პოლიციაში გამოკითხვები გვიან ღამემდე გაგრძელდა

აბაშის პოლიციის განყოფილებაში დაკარგული მამაკაცის საქმეზე გამოკითხვები გვიან ღამემდე გაგრძელდა. სამართალდამცველებს კითხვები დაკარგულის თანამშრომლებთან და ოჯახის წევრებთან ქონდათ.

40 წლამდე ასაკის მამაკაცი, ახმედ ბუსკანძე ორი დღის წინ, სოფელ ტყირში, თხილის საკრეფად იყო წასული და მას შემდეგ აღარავის უნახავს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაო ადგილზე ნაპოვნია მისი მობილური ტელეფონი, რომელსაც სამართალდამცველები სწავლობენ. გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები