ეპიდემიოლოგების ვარაუდით, თუ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლების ზრდა გაგრძელდება, შესაძლოა ქვეყანა მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დადგეს.
მაგალითად, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში საწოლფონდის, კრიტიკული მედიცინის საწოლების გამოყოფის, სასწრაფო დახმარების დროული მომსახურის მხრივ, შსაძოა ქვეყანას სერიოზული სირთულეები დაუდგეს.
"რისკი იმისა, რომ ასეთი მაჩვენებლების გაგრძელების შემთხვევაში, ქვეყანას გარკვეული პრობლემები შეექმნას, საწოლფონდის უზრუნველყოფის, კრიტიკული მედიცინის საწოლების გამოყოფის, სასწრაფო დახმარების დროული მომსახურის მხრივ, არის ძალიან მაღალი. ჯერჯერობით ჩვენ ამას ვუძლებთ, მაგრამ ეს რეზერვი ამოწურვადია.
თუ ჩვენ ვერ მივიღეთ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებლების შემცირება, მაშინ ქვეყანას ეს პრობლემა დაუდგება," - აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.
საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 4 827 ადამიანი დაინფიცირდა, 34 კი გარდაიცვალა.