27 აპრილი 2024,   00:56
ვრცლად
საქართველოს ოლიმპიური გუნდის მძლეოსანს დოპინგი დაუდასტურდა - რა სასჯელი ელის ბენიკ აბრამიანს ​

საქართველოს ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელ მძლეოსანს, ბენიკ აბრამიანს დოპინგი დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, აბრამიანს ორგანიზმში 3 აკრძალული პრეპარატი აღმოუჩინეს. ინფორმაცია ტესტების საერთაშორისო სააგენტომ დაადასტურა. 36 წლის აბრამიანი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წესების მიხედვით, გათამაშებიდან მოხსნეს. ამ დროისთვის, მას წინასწარი დისკვალიფიკაცია აქვს.

საქართველოს ანტისადოპინგო სააგენტოს ხელმძღვანელის პალიკო კასრაძის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევა არ არის. 

"პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, თავად სპორტსმენზეა პირველ რიგში და ყოველთვის ის აგებს პასუხს. იმ დროს, როდესაც ჩვენ გავუკეთეთ ტესტი ბენიკ აბრამიანს, ის ჯერ კიდევ არ იყო ოლიმპიური გუნდის წევრი, ის იყო კანდიდატი და მას კიდევ ჰქონდა დარჩენილი შეჯიბრება. საბოლოო ჯამში, ჩვენ ტესტი ავიღეთ, შემდეგ ის წავიდა იმ შეჯიბრებაზე, ერევანში ჩატარდა ეს შეჯიბრება, სადაც მან მოიპოვა ეს ლიცენზია.

აბრამიანს 2012 წლის წინა შეჯიბრებაზეც ამოუვიდა ეს ნივთიერება, მაშინ 2 წლიანი იყო დისკვალიფიკაცია და მან ეს მოიხადა. მახსოვს, მაშინ ის იბრძოდა კიდევაც და წერილებითაც მიმართა სხვადასხვა ორგანოებს, თითქოს ჩაგრავდნენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ასე არ იყო. ეს არის უკვე მეორე შემთხვევა, ახლა უკვე პრაქტიკულად, ეკუთვნის ან 8 წლიანი ან სამუდამო დისკვალიფიკაცია​,"- აცხადებს პალიკო კასრაძე.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები