20 ნოემბერი 2024,   03:12
ვრცლად
რა უძღვოდა წინ ბორჯომში მომხდარ მკვლელობას - "კურიერმა" დეტალები გაარკვია

ბორჯომში მოკლული კაცი 36 წლის ლევან ნამგალაძეა. ის ადგილობრივი იყო.

"კურიერის" ინფორმაციით, კონფლიქტში 5 პირი მონაწილეობდა. ადგილობრივებმა სროლის ხმაც გაიგეს. სავარაუდოდ, საქმე ეხება ორი წლის წინ მომხდარ დაპირისპირებას, რა დროსაც მოკლულის ძმა ორ მეგობართან ერთად დააკავეს.

დანით დაჭრილი მამაკაცი ადგილობრივ კლინიკაში, დღეს საკუთარი ფეხით მივიდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.

დღის ამბები