16 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
"თუ ხელისუფლება ვერ ახერხებს ქვეყნის დაცვას კრიზისისგან, ომისგან, ის ვეღარ იქნება ხალხის რჩეული და ასეც მოხდა" - პრემიერმა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით, გორში, აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება, რომელიც ვერ ახერხებს ქვეყნის დაცვას ომისგან და კრიზისისგან, ვეღარ იქნება ხალხის რჩეული. 

"ეს დღე გვახსენებს იმას, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ პოლიტიკოსებმა, რომლებიც მოდიან ხელისუფლებაში, რომლებსაც ეძლევათ ხალხისგან ნდობა და მანდატი, გამოიყენონ კეთილგონივრულად, არ გამოიყენონ ეს ნდობა და მანდატი ბოროტად.

ამას ვამბობ იმიტომ, რომ ხშირად, პოლიტიკოსებს გვავიწყდება ჩვენი მთავარი ვალდებულება, ხელისუფლების მთავარი ვალდებულებაა ჩვენი ქვეყნის და ხალხის დაცვა ნებისმიერი კრიზისისგან, ომისგან, პირველ რიგში, რაც მთავარია და, ასევე, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის  სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. ამას თუ ვერ ახერხებს ხელისუფლება, ის ხელისუფლება ვეღარ იქნება ხალხის რჩეული და ასეც მოხდა, სამწუხაროდ.

ეს გაკვეთილებია, ეს ჩვენი ტკივილია, ჩვენი ტრაგედიაა, მაგრამ ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა. ჩვენ მშვიდად, გონივრულად, პრაგმატული პოლიტიკით, თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მივაღწიოთ, ერთის მხრივ, ქვეყნის დეოკუპაციას, ქვეყნის შიგნით გაძლიერებას, ხალხის გაერთიანებას და საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას. ღმერთმა ინებოს, ეს დღე მალე დადგეს,"-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები