ხევსურებისთვის გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებლად ყველაზე დიდი რიტუალი დოღია. "აგვისტოს ომის გმირების სახელობის დოღი" - ასე ჰქვია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯუთაში გამართულ ღონისძიებას, რომელიც უკვე მეორე წელია ხევსურული ტრადიციების დაცვით იმართება.
ღონისძიებაში, რომელიც 2008 წლის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას მიეძღვნა, მონაწილეობა ადგილობრივებმა და ჯუთაში სპეციალურად ჩასულმა სტუმრებმა მიიღეს.