20 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
ჩვენ არ ვართ ყოვლისშემძლეები, დამოკიდებულები ვართ ძალიან მნიშვნელოვნად მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე - ეკატერინე ტიკარაძე

გაზრდილი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის ფონზე კლინიკებში თავისუფალი საწოლების რაოდენობა სულ უფრო იკლებს, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ბევრი რამ ახლა მოქალაქეების პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. 

"ჩვენ ვერ შევაგროვებთ და ვერ გავუკეთებთ მობილიზაციას იმ საწოლების რაოდენობას, რომელიც ფიზიკურად ან არ გვაქვს, ან რომელ საწოლებსაც ექიმები ვერ მოემსახურებიან. ასეთი საწოლები არსებობს, ასევე, ბინაში, რომელსაც შეიძლება ექიმი ვერ მოემსახუროს და ჯანდაცვის სამინისტრო, რა თქმა უნდა, ვერ გააკეთებს იმ შეუძლებელს, რაც დღევანდელი არსებული რესურსით საქართველოში შეუძლებელია. 

ჩვენ არ ვართ ყოვლისშემძლეები, ჩვენც გვიჭირს სირთულეების დაძლევა და დამოკიდებულები ვართ ძალიან მნიშვნელოვნად მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

5697 ინფიცირებული და 54 გარდაცვლილი -  საქართველოში, 10 აგვისტოს მონაცემებით, უპრეცენდენტო კოვიდსტატისტიკა ფიქსირდება. ანტირეკორდია როგორც ინფიცირების, ისე გარდაცვლილთა მაჩვენებელიც. 

დღის ამბები