აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლია გოლიაძე "დღის კურიერის" ეთერში განმარტავს, რომ კლინიკაში შემოსული პაციენტების მდგომარეობა შემოსვლისთანავე უკიდურესად მძიმეა. მისივე თქმით, თუ ასე გაგრძელდა, სამედიცინოს სფეროს ამასთან გამკლავება ძალიან გაუჭირდება.
"პაციენტები, რომლებიც შემოდიან კლინიკაში პრაქტიკულად არიან უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში. გუშინ მივიღეთ ჩვენ 19 ახალი პაციენტი და მინდა გითხრათ, რომ ცხრამეტივეს მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე და საჭიროებდა ჟანგბადს მაღალი კონცენტრაციით. თუ ასე გაგრძელდა და ასეთი მაჩვენებელი იქნა, კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ, რომ რაც მეტია დაავადებულთა რიცხვი, მით მეტი იქნება მძიმე პაციენტების რაოდენობა და ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ამასთან გამკლავება," - განაცხადა ლია გოლიაძემ.