20 ნოემბერი 2024,   07:51
ვრცლად
ომბუდსმენის წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს ვაქცინაზე რეგისტრაციის პროცესში დაეხმარებიან

საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და აცრის სასიცოცხლო მნიშვნელობის გათვალისწინებით, მოქალაქეების დასახმარებლად და ვაქცინაციის პროცესის ხელშესაწყობად, მზად არის სახალხო დამცველის აპარატი.

მიმართვის შემთხვევაში ომბუდსმენის წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის პროცესში დაეხმარებიან. ამის შესახებ განცხადება სახალხო დამცველმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. ნინო ლომჯარია მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს დროულად აიცრან.

დღის ამბები