20 ნოემბერი 2024,   07:20
ვრცლად
ვაქცინაციის პროცესში დაცვის პოლიციაც ჩაერთო

ქვეყანაში არსებული ურთულესი ეპიდვითარების ფონზე სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება იმუნიზაციის პროცესს. აცრები ინტენსიურად მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით.

პროცესში დილიდან ჩართულები არიან დაცვის პოლიციის წარმომადგენლები. ისინი "ჰუალინგის სავაჭრო ცენტრში" გახსნილ სპეციალურ სამედიცინო ცენტრში იცრებიან.

იმუნიზაციის შეუფერხებლად მიმდინარეობისთვის ადგილზე 10 სამედიცინო ბრიგადა მუშაობს. გადაწვეტილებას, თუ რომელი ვაქცინით სურთ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს აცრა - ისინი თავად იღებენ.

დღის ამბები