20 ნოემბერი 2024,   02:59
ვრცლად
"მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის ლოცვა-კურთხევით და მაგალითით ავიცერი სინოფარმით" - თეა დარჩია

მოცეკვავე თეა დარჩია აიცრა. მან "ფეისბუქზე" სურათები გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია "სინოფარმით" მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის "ლოცვა-კურთხევით და მაგალითით" ჩაიტარა. 

"მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის ლოცვა-კურთხევით და მაგალითით ავიცერი სინოფარმით,სუპერ ალერგიული ადამიანი გისურვებთ ჯანმრთელობას და სიმშვიდეს," - წერს დარჩია. 

საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, სრულად ვაქცინირებულ 106 084 პირთაგან მხოლოდ 207 (0.19%) დაინფიცირდა კორონავირუსით.

ამასთან, ინფიცირებულთა უმეტესობაში დაავადება უსიმპტომოდ, ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობდა. 207 ინფიცირებულ პირთაგან მხოლოდ 8-ს (4%) დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.

ამასთან, ქვეყანაში COVID-19-ის დაავადებით გარდაცვლილ 5373 პირთაგან მხოლოდ ერთი დოზით აცრილი 12 (0.22%) ადამიანი იყო და არც ერთი სრულად აცრილი. სრულად აცრილთა შორის ლეტალური გამოსავალი არ დაფიქსირებულა.

დღის ამბები