01 სექტემბერი 2026,   00:18
ვრცლად
მთავრობის ინიციატივით დღეიდან სამეგრელოს რეგიონში მოსახლეობისთვის ვაქცინაციაზე საინფორმაციო ბროშურების დარიგება დაიწყო

საქართველოს მთავრობის ინიციატივით დღეიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოსახლეობისთვის ვაქცინაციაზე საინფორმაციო ბროშურების დარიგება დაიწყო, რომლის მიზანია თითოეული მოქალაქის სახლის კარამდე მივიდეს მართებული ინფორმაცია, თუ რა არის ვაქცინა, რატომ უნდა აიცრას მოსახლეობა და რა გზებით არის შესაძლებელი ვაქცინის მიღება.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო აქტიურად ერთვება ინფორმაციის გავრცელების პროცესში. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 10 000 საინფორმაციო ბუკლეტის დარიგებას სწორედ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ახორციელებენ.

"საყოველთაოდ და კარგად არის მითითებული და ახსნილი ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ. ამ ბუკლეტის სახით მე კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღე და ძალიან მადლობელი ვარ," - აცხადებს ადგილობრივი.

დღის ამბები