ახალი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი მცხეთაში - რეგიონულ სპორტულ კომპლექსში ვაქცინაციის მსურველებს აცრის ჩატარება წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ.
ცენტრში მოქალაქეებს "ფაიზერის" ვაქცინას სთავაზობენ.
ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები რომლებმაც მოსახლეობას იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდეს.