01 სექტემბერი 2026,   08:18
ვრცლად
მსხვილ საწარმოებში დასაქმებულთა ორგანიზებული ვაქცინაცია გრძელდება - RMG-ის 55-მდე თანამშრომელი კოვიდვაქცინით აიცრა

ეკონომიკის მინისტრის ინიციატივით მსხვილ საწარმოებში დასაქმებულთა ორგანიზებული ვაქცინაცია გრძელდება.

მასობრივი იმუნიზაციის ფარგლებში, ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში კომპანია "არემჯის" 55 თანამშრომელი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ამ ეტაპისთვის, სულ აცრილია "არემჯის" 1000-მდე თანამშრომელი.

ვაქცინაციის პროცესს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გაეცნენ.

დღის ამბები