ქობულეთში 30 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ სოფელ მუხაესტატეს ცენტრში, პოლიციის შენობის მიმდებარედ მოხდა.
არსებული ინფორმაციით ინციდენტს წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
30 წლამდე მამაკაცი ქობულეთის "ევექსის" კლინიკაში მოათავსეს, სადაც სტაციონალური მკურნალობას გადის.
შსს-ში ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117 მუხლით დაიწყო.