20 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
ლორთქიფანიძის ქუჩაზე, სადაც გუშინ კლდე ჩამოიშალა, კორპუსი აღარ აშენდება - თბილისი მერის მოადგილე

ლორთქიფანიძის ქუჩაზე სადაც გუშინ კლდე ჩამოიშალა, კორპუსი აღარ აშენდება, ამის შესახებ განცხადება თბილისის მერის მოადგილემ ცოტა ხნის წინ გააკეთა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ "კომფორტმშენ 21", რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობას იწყებდა 30 ათასი ლარით დაჯარიმდა, კომპანიამ არათანმიმდევრული სამუშაოები შეასრულა, რითიც საფრთხე შეუქმნა ადამიანებს, რის გამოც მოხდება საქმის საგამოძიებო უწყებებისთვის გადაცემა:

"პირველადი ვარაუდით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული ფერდის ჩამოშლა განპირობებულია მშენებლობის არასწორი და არათანმიმდევრული სამუშაოებით. ხაზგასმით შემიძლია აღვნიშნო და  მოსახლეობა დავამშვიდოთ, რომ იქ კორპუსი აღარ აშენდება.

კომპანიის მხრიდან არასწორი და არათანმიმდევრული სამუშაოების ჩატარების შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. კომპანია უკვე დაჯარიმებულია 30 ათასი ლარის ოდენობით," - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა.

დღის ამბები