20 ნოემბერი 2024,   03:17
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსით ჯამში 6400-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა - ჯანმრთელობის გართულებულ მდგომარეობას ექიმები აუცრელობას უკავშირებენ

საქართველოში კორონავირუსით უკვე 6 400-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. ჯანმრთელობის გართულებულ მდგომარეობას ექიმები აუცრელობას უკავშირებენ.

მედიკოსების პროგნოზით, თუ მოსახლეობა ვაქცინაციას არ ჩაიტარებს და პირბადეს არ გამოიყენებს, შემოდგომაზე საქართველო ისევ კოლაფსის ზღვარზე აღმოჩნდება. საწოლების რაოდენობა იწურება კლინიკებში, ამიტომ ხელისუფლება ალტერნატიულ ვარიანტებზე მუშაობს, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების ჰოსპიტალიზაცია და მკურნალობა მოხერხდეს.

საქართველოში, ამ დროისთვის, 780 000 ადამიანია აცრილი. ვაქცინაციის დღიური მონაცემები გაიზარდა. მხოლოდ გუშინ იმუნიზაცია 23 000 ადამიანმა ჩაიტარა. 

სააკაძის მოედანზე, ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში უკვე მე-3 დღეა ფუნქციონირებს ცენტრი, სადაც ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი. აცრის მსურველებს ამისთვის მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა დასჭირდებათ.

უახლოეს პერიოდში მსგავსი ცენტრები ქვეყნის სხვადასხვა რაიონებში გაიხსნება. 

დღის ამბები