ჟურნალისტის, ეკატერინე მიშველაძის სახლი გაქურდეს. ამის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
"ეს რა ქვეყანაა! ეს სად ვცხოვრობთ?! სახლი გამიქურდეს! ამ წამს მოვედი და ღია დამხვდა! მთელი სახლი თავდაყირა! ეს რა მიზნით მოხდა, მაგასაც გავიგებ, იმედია და ვაი, თქვენი ბრალი!"- წერს მიშველაძე.