პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა საარჩევნო კამპანია დაიწყო.
ლევან ანდრიაშვილი მშვიდობის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო. თავის მხრივ, მოსახლეობამ მერობის კანდიდატს პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რაზეც გამარჯვების შემთხვევაში მოგვარების პირობა მიიღეს.
შეხვედრას კახეთის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ