500 საწოლი დიღმის ოლიმპიურ სოფელში მდებარე საველე ჰოსპიტალში უკვე განათავსეს. მობილიზებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატებიც.
დამძიმებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საავადმყოფოებში პაციენტების ადგილები აღარ არის. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ საველე ჰოსპიტლები სხვა რეგიონებშიც მოეწყოს.
"იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული ფართი არ დაგვჭირდება პაციენტების მომსახურებისთვის, მაგრამ ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს გადადგმული დამატებითი ნაბიჯი, თუ შემთხვევების რაოდენობა მგაიზრდება და ამის საჭიროება დადგება, მოვემსახურებით აქ პაციენტებს. ჩვენ გვაქვს მჭიდრო კავშირი წითელ ჯვართან, მათთან ერთად ვახდენთ ექიმების მობილიზებას და აგრეთვე, ქვეყანაში არსებობს დაგროვილი გამოცდილება ამ მიმართულებით და თუ ამის საჭიროება იქნება, რათქმაუნდა ყველა ექიმი, მათშორის სამხედრო ექიმები ჩაერთვებიან პროცესში,"- აცხადებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური.
"აქ მოხვდება უკიდურეს შემთხვევაში ისეთი პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ ჟანგბადს. ყველა საწოლი აღჭურვილია ჟანგბადის პორტით, ანუ ჟანგბადის კონცეტრატორით, ჟანგბადის გარეშე პაციენტი არ დარჩება ჩვენთან. მიმდინარეობს თანამშრომლების შერჩევა და შეგვიძლია ფუნქციონირება ხვალიდავნე დავიწყოთ,"- განმარტავს იკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნოდარ ჩიმაკაძე.