საგანგაშო ეპიდვითარების ფონზე ქვეყანაში პირველი საველე ჰოსპიტალი მოეწყო. ყოფილი ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე გახსნილი სივრცე, საჭიროების შემთხვევაში, 500-მდე პაციენტს მიიღებს. საველე ჰოსპიტლის მოწყობას 48 საათი დასჭირდა.
ჰოსპიტალი ყველანაირი ინვენტარით უზრუნველყოფილია, თუმცა კონკრეტულად ამ ჰოსპიტალში საშუალო სიმძიმის კოვიდპაციენტები განთავსდებიან.
მსგავსი პუნქტები გაიხსნება რეგიონებშიც, თუმცა მედიკოსები იმედოვნებენ, რომ ჰოსპიტალში განთავსება საჭირო არ გახდება და ეპიდვითარება გაუმჯობესდება.
ყველა საწოლზე თითო ჟანგბადის აპარატია გათვლილი.
ჰოსპიტლის მოწყობაში მონაწილეობა სამხედროებმა მიიღეს. პაციენტებს ადგილზე დახმარებას სწორედ სამხედრო ექიმები გაუწევენ. ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მსგავსი მობილიზებით კიდევ რამდენიმე საველე ჰოსპიტლის მოწყობაა შესაძლებელი.