05 მაისი 2024,   15:53
ვრცლად
შრი-ლანკის ჯანდაცვის მინისტრი პანდემიას მაგიით ებრძოდა

შრი-ლანკის ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც კორონავირუსის პანდემიას "მაგიური ნაყენებითა" და "ჯადოქრობით" "ებრძოდა" პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა.

უკვე ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, პავიტრა ვანიარაჩი, რომელიც იანვარში თავადაც დაინფიცირდა კორონავირუსით, ჯადოქრის მიერ დამზადებული "სასწაულმოქმედი წამლის" მიღებისკენ მოუწოდებდა მოსახლეობას.

ფრანგული საერთაშორისო სააგენტო France 24 იუწყება, რომ მან ასევე "ნაკურთხი" წყალი ჩაასხა მდინარეში მას შედეგ, რაც თვითგამოცხადებულმა "ღმერთკაცმა" უთხრა, რომ ამ გზით პანდემიას დაასრულებდა.

მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდა, პავიტრა ვანიარაჩი მძაფრი კრიტიკის ობიექტი გახდა. მიუხედავად ყველაფრისა, ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს მინისტრთა კაბინეტი არ დაატოვებინეს - მან ტრანსპორტის მინისტრობა გადაიბარა.

წყარო: France24

დღის ამბები