05 მაისი 2024,   07:14
ვრცლად
უკავშირდება თუ არა კახეთში მომხდარი მკვლელობა წინანდალში მიმდინარე მშენებლობის ბიზნესწილებს - ზვიადაურის პოზიციას ადვოკატი ბრალის ოფიციალური წარდგენის შემდეგ გაახმოვანებს

ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს, რომელიც განზრახ მკვლელობისთვის არის დაკავებული, თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატი შეხვდა.

ზვიადაურის უფლებადამცველმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა, თუმცა "კურიერთან" პირად საუბარში თქვა, რომ რამდენიმე საათში, ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ, ის საზოგადოებას ზვიადაურის პოზიციას გააცნობს. 

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს ჯაბა ჯანგირაშვილს, რომელიც იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვისთვის არის დაკავებული, დაკავებულის დედა ამბობს, რომ მის შვილს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებული ჰქონდა. 

დაკავებულის დედა ყვება, რომ მისი შვილი ზვიადაურებთან ახლო ურთიერთობაში იყო, რადგან ერთმანეთის ნათესავები არიან. მისივე ინფორმაციით, მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება წინანდალში მიმდინარე მშენებლობების წილებს უკავშირდება. 

რაც შეეხება დაჭრილებს, ორივე მათგანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ექიმების განმარტებით, მათი მდგომარება სტაბილურია. 

 

დღის ამბები