20 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
ზურაბ ზვიადაური ბრალის წარდგენას ელოდება - ოლიმპიურ ჩემპიონს განზრახ მკვლელობას ედავებიან, თუმცა არაა გამორიცხული მუხლი შეიცვალოს

ზურაბ ზვიადაური ბრალის წარდგენას ელოდება - ოლიმპიურ ჩემპიონს განზრახ მკვლელობას ედავებიან, თუმცა არ არის გამორიცხული საბრალდებო მუხლი შეიცვალოს. ამ დრომდე არსებული ვერსიით, ზვიადაურების კონკურენტ ბიზნესში დასაქმებულებს სიტყვიერი კონფლიქტი ძმების მეგობართან - ვასილ ცოცხალაშვილთან მოუვიდათ. კონფლიქტს მოჰყვა სისხლიანი გარჩევა, რა დროსაც სამი მამაკაცი მოკლეს, მათ შორის ზვიადაურის ძმა, მისი მეგობარი და ნიკა კენჭაშვილი დაპირისპირებული მხრიდან. სწორედ კენჭაშვილის სასიკვდილოდ დაჭრას ედავებიან ყოფილ დეპუტატს და ოლიმპიურ ჩემპიონს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილები კლინიკამდე თავად ზურაბ ზვიადაურმა მიიყვანა, შემდეგ კი პოლიციაში თავად გამოცხადდა. მომხდარიდან რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე, დააკავეს მისი ნათესავი ჯაბა ჯანგირაშვილიც. მას გამოძიება რეგისტრირებული იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

სისხლიანი გარჩევის დროს, ზვიადაურების ორი დაჭრილი მეგობრის მდგომარეობა სტაბილურია. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

ზურაბ ზვიადაურს და ჯაბა ჯანგირაშვილს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ, რის შემდეგაც თელავის რაიონული სასამართლო დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

დღის ამბები